ქობულეთის მუნიციპალიტეტი შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს მერი.
მუნიციპალიტეტი მართვის ოპტიმიზაციისათვის დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 1 ქალაქი, 2 დაბა, 19 ტერიტორიული ორგანო და 48 სოფელი. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები ერთიანდებიან დაბა ჩაქვის, ალამბარის, ბობოყვათის, გვარას, კვირიკეს, ლეღვას, საჩინოს, ქაქუთის, ქობულეთის, ციხისძირის, ჭახათის, ხალის და ხუცუბნის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფართობია 711,3 კმ² და 2014 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 74 794 კაცს, ხოლო სიმჭიდროვეა – 105,2. მუნიციპალიტეტის ცენტრია ქალაქი ქობულეთის. 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის მიხედვით არის ხუცუბანი (3 483 ადამიანი), ქობულეთიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებულია სოფელი ხინოწმინდა (44 კმ.).
1 |
ალამბარი |
14 |
ზედა კვირიკე |
27 |
ოხტომი |
40 |
ქობულეთი |
2 |
აჭი |
15 |
ზედა კონდიდი |
28 |
სამება |
41 |
შუაღელე |
3 |
აჭყვა |
16 |
ზედა სამება |
29 |
საჩინო |
42 |
ჩაისუბანი |
4 |
აჭყვისთავი |
17 |
ზენითი |
30 |
სახალვაშო |
43 |
ჩაქვისთავი |
5 |
ბობოყვათი |
18 |
კაკუჩა |
31 |
სკურა |
44 |
ციხისძირი |
6 |
ბუკნარი |
19 |
კეჭიეთი |
32 |
სტალინისუბანი |
45 |
ცხემვანა |
7 |
გვარა |
20 |
კვირიკე |
33 |
ტყემაკარავი |
46 |
ცხრაფონა |
8 |
გოგმაჩაური |
21 |
კობალაური |
34 |
ქაქუთი |
47 |
წყავროკა |
9 |
გორგოძეები |
22 |
კოხი |
35 |
ქვედა აჭყვა |
48 |
ჭახათი |
10 |
დიდვაკე |
23 |
ლეღვა |
36 |
ქვედა დაგვა |
49 |
ხალა |
11 |
ვარკანაული |
24 |
მუხაესტატე |
37 |
ქვედა კვირიკე |
50 |
ხინო |
12 |
ზედა აჭყვა |
25 |
ნაკაიძეები |
38 |
ქვედა კონდიდი |
|
ხუცუბანი |
13 |
ზედადაგვა |
26 |
ნაცხავატები |
39 |
ქვეა სამება |
|
ჯიხანჯური |
|